რღეს წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომები. ზოგი ძალიან მომეწონა, ზოგი ისე რა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ ვისწავლე. მადლობა ტრენერს.
mzias blogi
Friday, July 21, 2017
Monday, July 17, 2017
დღე მერვე
ყველა დავალება სათითაოდ განვიხილეთ, თუ ვინმეს რამე კითხვა ჰქონდა ტრენერმა უპასუხა, შემდეგ ვისაუბრეთ აპლიკაციებზე, განვიხილეთ მათი ფუნქციები და გავაკეთეთ მაგალითები. ამის შემდეგ გავიმეორეთ ბლოგზე და დრაივზე მუშაობის უკვე ნასწავლი წესები და დავამატეთ ახალი ელემენტებიც. ბოლოს გავეცანით ინფორმაციას, როგორი ფორმით წარმოვადგენთ ჩვენს ნაშრომს, დავაზუსტეთ სავალდებულო დავალებების სია, რასაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ბოლოს ყველაფერი გაირკვა და ყველა კმაყოფილი დარჩა.
Thursday, July 13, 2017
დღე მეშვიდე
წინა დავალებებზე საუბრის შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე. დღეს ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და ინსტრუმენტებზე, განვიხილეთ ჩეკლისტი. მეორე საკითხი -ჩვენი შესრულებული დავალებები როგორ დავალაგოთ ჩვენს ბლოგებზე და კიდევ ათასი წვრილმანი. ტრენინგის მსვლელობისას ვაკეთებ ჩანაწერებს რაც ძალიან მეხმარება დავალებების შესრულებაში.
Tuesday, July 11, 2017
დღე მეექვსე
ტრენინგი დავიწყეთ დავალებების განხილვით, თუ რაიმე კითხვები იყო ტრენერმა ყველას უპასუხა. შემდეგ გადავედით ახალ საკითხებზე, ვისაუბრეთ მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და ტესტიც გავაკეთეთ.ვისწავლეთ რუკებზე მუშაობა დრაივში, ეს ძალიან მაგარია. სურათების ამოჭრა და ჩასმა, ვისწავლეთ დრაივზე ჩვენი საქაღალდე როგორ გავხადოთ სხვებისთვის ხელმისაწვდომი, ეს ბოლო კარგად ვერ გავიგე, ვნახოთ სახლში იქნებ გავაკეთო.
Saturday, July 8, 2017
დღე მეხუთე
რღევანდელი ტრენინგი არც ისე სახალისო იყო ჩემთვის, მაგრამ აუცილებლად დამჭირდება და რა ვქნა? განვიხილეთ შემდეგი საკითხები: უკუკავშირის ფორმები, დაწყვილების მეთოდები, საავტორო უთლებები, ჩემს ბლოგს შევუცვალე ფერი. ჩავინიშნეთ დავალებები.
Friday, July 7, 2017
დღე მეოთხე
დღეს ვისწავლეთ დრაივში მუშაობა, შევქმენი საქაღალდე, ვისწავლე როგორ ჩავდო ამ საქაღალდეში ერთი რამ ან რამდენიმე ერთად. ვისწავლეთ კითხვარის შექმნა. კითხვებს შორის ტექსტის, ფოტოს, ვიდეოს ჩასმა. ამას სასწავლო პროცესში მუდმივად გამოვიყენებ. დღევანდელი ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. გმადლობთ.
Saturday, July 1, 2017
დღე მესამე
დღეს ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემი საკვაძო სიტყვების შესახებ, რა არის პუბლიკაცია და როგორ შევქმნათ სიგელი, ბროშურა, მოსაწვევი. ჩემთვის რთული დღე იყო, რადგან ტექნიკური პრობლემები შემექმნა. ვნახოთ, როგორ გავართმევ თავს უსასრულო დავალებებს.
Subscribe to:
Posts (Atom)
დღე მეცხრე
რღეს წარმოვადგინეთ ჩვენი ნაშრომები. ზოგი ძალიან მომეწონა, ზოგი ისე რა. ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრი რამ ვისწავლე. მადლობა ტრენერს.
-
ტრენინგი დავიწყეთ დავალებების განხილვით, თუ რაიმე კითხვები იყო ტრენერმა ყველას უპასუხა. შემდეგ გადავედით ახალ საკითხებზე, ვისაუბრეთ მრავალმ...
-
რღევანდელი ტრენინგი არც ისე სახალისო იყო ჩემთვის, მაგრამ აუცილებლად დამჭირდება და რა ვქნა? განვიხილეთ შემდეგი საკითხები: უკუკავშირის ფორმე...
-
წინა დავალებებზე საუბრის შემდეგ გადავედით ახალ მასალაზე. დღეს ვისაუბრეთ შეფასების ფორმებზე და ინსტრუმენტებზე, განვიხილეთ ჩეკლისტი. მეორე სა...